აგენტი: ოთარ კიტეიშვილით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებულნი

AutoSharing Option
უკრაინული კლუბის, "დესნას" სპორტულმა დირექტორმა და შეთავსებით საფეხბურთო აგენტმა ლევან გულორდავამ FootBoom-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც აცხადებს, რომ "დინამოს" ოთარ კიტეიშვილით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებული.

"საქართველოში ახლა ყველაზე დიდი ტალანტი, რომელიც უკვე გადაიზარდა ჩემპიონატისთვის, ოთარ კიტეიშვილია.

მას უდიდესი პოტენციალი აქვს და შეიძლება, მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. მისით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებული.

კიტეიშვილმა ევროპული კლუბებიც დააინტერესა. მან ცოტა ხნის წინათ, მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ მალე დაბრუნდება და მისდამი ინტერესი გაორმაგდება", - ამბობს გულორდავა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰე აბა თქვენ იცით არავინ არ დატოვოთ დინამოში ნორმალური ფეხბურთელი.
გოჩა
17:40 21-07-2017
0
ეს გულორდავა არ იყო ზუგდიდში ვითომ ინვესტორები რო ჩამოიყვანა?ზუგდიდი დაშალა.ქუდი დაიხურა და ვითომ არაფერი.წავიდა და ეხლა იმოძღვრება უკრაინიდან.
გოგა
22:30 21-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული