არაბიძე რჩება? - "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელი პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 19 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადშია შეყვანილი.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არაბიძე "შახტარიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადადიოდა. თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ დონეცკური გუნდიდან მიდიოდა, მაგრამ მან რუსეთში გადასვლა გამორიცხა. ამას დაემატა ის, რომ "შახტარის" აკადემიის ახალმა ხელმძღვანელმა, ხორხე რაფომ ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველ გუნდში დაწინაურების სურვილზე ისაუბრა.

- გიორგი არაბიძე: "შახტარიდან" მივდივარ... რუსეთში თამაშს გამოვრიცხავ!

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ "შახტარმა" არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელის გვარს პრემიერლიგის
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადში ვხვდებით, თუმცა, ის ბ გუნდის წევრადაა მოხსენიებული.

- "შახტარის" აკადემიის ახალი დირექტორი: გიორგი არაბიძე მთავარ გუნდში უნდა გადავიყვანოთ

მკითხველის კომენტარები / 12 /
მე მვფიქრობ რუსეთში კარგად ითამაშებს და სახელსაც მოიხვეჭს და ფულსაც. ევროპაში სისწრაფე და ჩქარი აზროვნება უნდა.მართლა ვარსკვლავი იყო ბავშობაში
კოლი
23 ივლისი 2017 12:47
0
კარგი მოთამაშეა,მაგრამ ცუდი მრჩეველები ჰყავს! ერთი ცუდი ჩვევა აქვს,ბურთს აყოვნებს!ამის გამო ევროპაში ადგილის პოვნა,გაუჭირდება!
eeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee
23 ივლისი 2017 11:43
0
რა სჭირს "შახტარს" ჩვენი დასაწუნი???
tngh
22 ივლისი 2017 21:46
0
უბდა წასულიყო ჩაიკარგება ესე შახტარში.თუ წასასვლელი ქონდა რათქმაუნდა და ქონდა ალბათ.
quTaiseli
22 ივლისი 2017 19:53
0
სადაც უფრო გაიზრდება იქ ცავიდეს ტვიტონ უკეტ არ იცის
თამაზი
22 ივლისი 2017 15:58
0
გაფუჭების რა გითხრა მაგრამ წინ ვერ მიიწევს, ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავზე, ზედმეტი ინდივიდუალიზმი,სისწრაფე ტაქტიკა და ა.შ!
kaxa-s
22 ივლისი 2017 15:00
0
ჯობია ტრენერებს დაუჯეროს და თამაშს მოუმატოს, კოლექტიურ თამაშს. უკვე 19 წლისაა. ბოღმიანი თავი გაბიათ. უცხოეთში ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელს არავინ არ აქებს. ზედმეტი ქება მოქმედებს ახალგაზრდის ფსიქიკაზე. ჯობია სულ გავჩუმდეთ რომ არ მივიღოთ მორიგი ჭანტურია ან ყაზაიშვილი.
haha
22 ივლისი 2017 14:49
0
ჯობია ტრენერებს დაუჯეროს და თამაშს მოუმატოს, კოლექტიურ თამაშს. უკვე 19 წლისაა. ბოღმიანი თავი გაბიათ. უცხოეთში ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელს არავინ არ აქებს. ზედმეტი ქება მოქმედებს ახალგაზრდის ფსიქიკაზე. ჯობია სულ გავჩუმდეთ რომ არ მივიღოთ მორიგი ჭანტურია ან ყაზაიშვილი.
haha
22 ივლისი 2017 14:31
0
რას Aტკობტ გაფუცების ვაი ტკვენს Pატრონს ბოგმიანებოოოო
Kaxa
22 ივლისი 2017 14:00
0
წავიდეს შახტარიდან თუნდაც რომელიმე უკრაინულ გუნდში სადაც თამაში მოუწევს და სკამზე არ იჯდება ან დუბლებში არ იქნება
სიმართლე
22 ივლისი 2017 13:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული