კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი

AutoSharing Option
ალბანურ "სკენდერბეუსთან" დამარცხებული "ქაირათის" თავკაცი კახა ცხადაძე თანამდებობიდან გადადგა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ყაზახურ პრემიერლიგაში 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

vesti.kz-სთან ინტერვიუში ცხადაძემ თავისი მოღვაწეობა შეაჯამა ყაზახეთში.

"კარგი შარშანდელი სეზონისა და გაძლიერების შემდეგ, გუნდის ამოცანა ძალზე სერიოზული გახდა - უნდა მოგვეგო სუპერთასი, თასი, ჩემპიონატი და, რაც მთავარია, მოვხედრილიყავით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ვაწყენინეთ გულშემატკივარს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.

მაგრამ, ვფიქრობ, გუნდს კიდევ აქვს შანსი მოიგოს ჩემპიონატი და თასი და ეს მთავარია. დამშვიდობებისას კლუბის წარმომადგენლებს სწორედ ეს
ვუსურვე. ბუნებრივია, ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წარმატებაც იქნება.

მივმართავ ფანებს, მახსოვს, როგორ მიჭერდნენ მე და გუნდს ისინი მხარს. ყველას დიდი მადლობა ამისთვის და ვწუხვარ, რომ ერთად ვერ ავიხდინეთ ოცნება. კარგი ფანები გვყავს, მარტო მათთვის ღირს თამაში.

მე მაინც ვფიქრობ, რომ თავი არ შეგვირცხვენია - 61 მატჩი ჩავატარეთ ჩემი ხელმძღვანელობით. 38 მოვიგეთ და მხოლოდ 6 წავაგეთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგია. მოვიგეთ სუპერთასი და დარწმუნებული ვარ, გუნდი ჩემპიონატსაც მოიგებს და ქვეყნის თასსაც.

მგონია, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აქ შესანიშნავი პირობებია ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის. მაგრამ ერთი პრობლემაა - ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი.

რამეს რომ მიაღწიო, არ უნდა გაჩერდე, ბოლომდე იბრძოლო. ამიტომ მსურდა, ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვლილიყო. "ქაირათს" კარგი სკოლა აქვს და იქ ძალიან კარგი ფეხბურთელები გაიზრდებიან".

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ცხადაძე წელიწად-ნახევარი წვრთნიდა ალმათის "ქაირათს" და გუნდს ვერცხლის მედლები და სუპერთასი მოუპოვა. მანამდე კი ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
დააბრუნეთ საქართველოს ნაკრებში!
რეზო
23 ივლისი 2017 23:00
0
გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს და საბჭოური მენტალიტეტის მატარებელ ხალხს!
gio
23 ივლისი 2017 19:49
0
აზერბაიჯანს არ აქვს საბჭოთა მენტალიტეტი,იმ საბჭოთა სპორტით მიაღწია ბატონმა კახამ ფეხბურთში წარმატებას შეძლების დაგვარად.
qartveli
23 ივლისი 2017 19:36
0
ეს პირველ რიგში კახას პრობლემაა. საბჭოთა პერიოდის ინერცია მცირდება და თქვენი შედეგებიც ნელ-ნელა გაუარესდება ბატონო კახა. საბჭოთა პერიოდში უკეთესი შედეგები გქონდათ და ახალ ცხოვრებას საბჭოთა მენტალიტეტით ვეღარ შეეწყობით.
1,2,3,5,8...
23 ივლისი 2017 19:21
0
კარგი რა კახა, საკუთარ შვილს რომ იძახებდი ნაკრებში ეგ არ იყო საბჭოთა მენტალიტეტი? :)
წარმატებები
ჯორჯიან მენტალიტეტ დებიპ
23 ივლისი 2017 18:58
0
საბჭოთა მენტალიტეტი ქონდა ალბათ ახალკაცსაც ლობანოვსკისაც და მიტო ვერ იყვნენ დიდი მწვრთნელები კაი რა.უბრალოდ ჩვენ გვიყვარს დარმავოი ფული.და კაი ცხოვრება ვალდებულებების გარეშე მეტი არაფელი.
ქუთაისელი
23 ივლისი 2017 18:41
0
ეგ ჩვენი პრობლემაც არი ,საბჭოთა მენტალიტეტი
ikio
23 ივლისი 2017 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული