ოთარ კაკაბაძე "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
ოთარ კაკაბაძის "ხინმნასტიკი", 4 აგვისტოს, "ბარსელონას" ამხანაგურად დაუპირისპირდება.

"ხიმნასტიკის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული "ბარსელონა", ტარაგონაში, "ნოუ ესტადიზე" სავარჯიშო მატჩს გამართავს. როგორც "ხიმნასტიკი", ასევე "ბარსელონა", შეხვედრაზე პირველი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკში" 2016 წლის ზაფხულში თბილისის "დინამოდან" გადავიდა, გასული სეზონის მე-2 ნახევარი კი, არენდით, დანიურ "ესბიერგში" გაატარა. 22 წლის ქართველი, ამჟამად, კვლავ კატალონიურ კლუბშია და იმედი გვაქვს, მას "ბარსელონას" წინააღმდეგ მოედანზე ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ითამაშა კიდეც!!!
ბებეტო
08:49 05-08-2017
0
დიდი დეტალია
0

სიახლეები პოპულარული