"თურქეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა და ძალიან მიხარია, აქ თამაშის საშუალება რომ მომეცა. "ქაისერისფორიც" შესანიშნავი გუნდია და შევეცდები, მის წარმატებებში საკუთარი წვლილი შევიტანო", - თქვა 29 წლის ქართველმა მცველმა. არველაძემ კი განაცხადა, დარწმუნებული ვარ, ზურა ჩვენთან დიდხანს დარჩებაო.
შეგახსენებთ, ხიზანიშვილმა თურქეთს ინგლისური "რედინგიდან" მიაშურა, რომლის შემადგენლობაშიც პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი წააგო.