ზურაბ ხიზანიშვილი "ქაისერისფორში" წარადგინეს

AutoSharing Option
გუშინ, 15 ივნისს "ქაისერისფორმა" მედიასა და გულშემატკივრებს ზურაბ ხიზანიშვილი წარუდგინა. პრეზენტაციას ფეხბურთელთან ერთად კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე დაესწრნენ. პრეზენტაციას პრესკონფერენცია მოჰყვა.

"თურქეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა და ძალიან მიხარია, აქ თამაშის საშუალება რომ მომეცა. "ქაისერისფორიც" შესანიშნავი გუნდია და შევეცდები, მის წარმატებებში საკუთარი წვლილი შევიტანო", - თქვა 29 წლის ქართველმა მცველმა. არველაძემ კი განაცხადა, დარწმუნებული ვარ, ზურა ჩვენთან დიდხანს დარჩებაო.

შეგახსენებთ, ხიზანიშვილმა თურქეთს ინგლისური "რედინგიდან" მიაშურა, რომლის შემადგენლობაშიც პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული