"ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. "შემროკი" ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ირლანდიელები ეცდებიან, ორთაბრძოლებში გაიმარჯვონ. ისინი სახიფათონი არიან სტანდარტული მდგომარეობის დროს. ამავდროულად, მიწაზე თამაშიც გამოსდით.
მჯერა ჩვენი გუნდის, მაგრამ ყველაფერი ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. მეტოქე ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონია. ამიტომ 100%-ით კონცენტრირებული უნდა ვიყოთ და შეცდომები თავიდან ავიცილოთ...
კარგია, გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობა რომ გაუქმდა. თუკი ანგარიში თანაბარია, თამაში უნდა გაგრძელდეს, ასე უფრო სამართლიანია...
ვფიქრობ, ცენტრალურმა მცველმა მეკარესთან ერთად თამაშის ორგანიზება უნდა მოახერხოს. ასაკთან ერთად, ამ კუთხით უკეთესი გავხდი. რასაც ბიჭებს დავუყვირებ, მათგან 99% პოზიტიურია."
შეგახსენებთ, "სლოვანის" ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავაც იცავს.
"ნამდვილად 35 წლისაა?" - "სლოვანის" ფანები კანკავათი და კაშიათი აღფრთოვანებული არიან