მოსკოვის "დინამოში" ახლახან ჩარიცხული გაგნიძე შესაძლოა, იჯარით გაუშვან

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოში" ახლახანს ჩარიცხული ლუკა გაგნიძე შესაძლოა, ეკატერინბურგის "ურალში" ერთწლიანი იჯარით გაუშვან - ამის შესახებ Sport-Express-ი წერს. რუსული გამოცემა მიუთითებს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, როგორც ლეგიონერებზე არსებული ლიმიტი, ასევე, ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ნაკლები შანსი იყოს.

18 წლის ნახევარმცველი, რომელმაც თბილისის "დინამოში" 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ახალ კლუბში 1.5 მილიონ ევროდ ჩაირიცხა და მოსკოველებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

"ურალმა" პრემიერლიგის გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა, მოსკოვის "დინამომ" კი - მეშვიდეზე. ახალი გათამაშება 25 ივლისს
დაიწყება.

altგაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება

altchampionat: გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 6 /
შესაძლოა არა, გაუშვეს ურალში და ეგაა. ცირკია რა!
: )))))))
13:13 09-07-2021
1
ფიფიამ ფული იშოვა, ეგ ბიჭი იქ "დინამოს"ხელფასს აიღებს მაინც და ურალს იქით არ წავა?! ბერიაშვილზე კი საწყენია, საერთოდ 1 ლიგაში წავიდა! ნუ ასე იცის ჯუღელამ!
kaxi
09:58 10-07-2021
0

სიახლეები პოპულარული