ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მოსკოვის "დინამოში" ახლახან ჩარიცხული გაგნიძე შესაძლოა, იჯარით გაუშვან

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოში" ახლახანს ჩარიცხული ლუკა გაგნიძე შესაძლოა, ეკატერინბურგის "ურალში" ერთწლიანი იჯარით გაუშვან - ამის შესახებ Sport-Express-ი წერს. რუსული გამოცემა მიუთითებს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, როგორც ლეგიონერებზე არსებული ლიმიტი, ასევე, ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ნაკლები შანსი იყოს.

18 წლის ნახევარმცველი, რომელმაც თბილისის "დინამოში" 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ახალ კლუბში 1.5 მილიონ ევროდ ჩაირიცხა და მოსკოველებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

"ურალმა" პრემიერლიგის გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა, მოსკოვის "დინამომ" კი - მეშვიდეზე. ახალი გათამაშება 25 ივლისს
დაიწყება.

altგაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება

altchampionat: გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

ასევე დაგაინტერესებთ