”დიორიმ” ქართველები გაანათხოვრა

AutoSharing Option
უნგრული ”დიორი ეტო" ერთბაშად ორმა ჩვენებურმა დატოვა. კლუბმა გიორგი განუგრავა და ლაშა თოთაძე უნგრულსავე ”ლომბარდ პაპაში" ერთი წლით გაანათხოვრა.

განუგრავაც და თოთაძეც ”დიორის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდნენ. გასულ სეზონში პირველის ანგარიშზე 12 მატჩი და ერთი გოლია, ხოლო მეორემ 7 შეხვედრაში ერთადერთი ბურთი მიითვალა.

ასე რომ, ”დიორიში", რომელიც ბოლო წლებში ქართველთა სიმცირეს არ უჩიოდა, ჩვენს თანამემამულეთაგან რატი ალექსიძეღა რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული