ჩემპიონთა ლიგაზე ლეგიონერებმაც იმარჯვეს

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ფეხბურთელების გარდა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვა ქართველებმაც ითამაშეს. ყველაზე დიდ წარმატებას ლადო დვალიშვილის "მაქაბიმ" მიაღწია. ჰაიფელები შინ ბოსნიურ "ბორაცთან" 0:1-ს აგებდნენ, მაგრამ მაინც იძალეს და მეტოქე 5:1 გაანადგურეს. დვალიშვილი მოედანზე 39-ე წუთზე შევიდა და გოლი არ გაუტანია.

გრაცის "შტურმმა" შინ უნგრულ "ვიდეოტონს" 2:0 სძლია. "ზესტაფონიდან" წასულმა გიორგი ფოფხაძემ, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა, მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

ერთადერთი ჩვენებური, ვისთვისაც ჩემპიონთა ლიგა მარცხიანი გამოდგა, ზაქარია ბეგლარიშვილია. მისმა ფლორამ ირლანდიაში "შემროკთან" 0:1 წააგო. ესტონელთა
ქართველი ნახევარმცველი ძირითადში იყო და შესვენებისას შეცვალეს. "შემროკმა" 34-ე წუთზე გაიტანა, ერთი წუთით ადრე კი "ფლორამ" თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული