დანარჩენი 19 ფეხბურთელის სია, რომელთაც ხვალ "დაჩიასთან" განმეორებით მატჩში თამაში შეუძლიათ, ასეთია:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე.
მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, კახა ალადაშვილი.
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, რატი წინამძღვრიშვილი, საბა ლომია.
პირველი მატჩის მონაწილეთაგან ყველა ჯანმრთელადაა. პირად მიზეზთა გამო "ზესტაფონს" მოლდოვაში ვერ მიჰყვება მარჯვენაფლანგელი ალექსი ბენაშვილი, რომელიც "დაჩიასთან" პირველ შეხვედრაში 18-კაციან განაცხადში სათადარიგო იყო.
ქართულ დელეგაციაში კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელთა და პერსონალის გარდა რამდენიმე ჟურნალისტიცაა. "ზესტაფონი" კიშინიოვის პრესტიჟულ სასტუმრო "პრეზიდენტში" დაბინავდება.
დღეს, 19 ივლისს გეგუჩაძის გუნდი ხვალინდელი მატჩის არენაზე, "ზიმბრუზე" ივარჯიშებს. ფეროელთა თავკაცი წინასამატჩო პრესკონფერენციასაც გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"