უჩა ლობჟანიძე ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
უკრაინული პრემიერლიგის ბოლო ტურში "კრივბასმა" სტუმრად 3:1 სძლია "ილიჩივეცს". გამარჯვებულთა გუნდში უჩა ლობჟანიძემ და ჯაბა კანკავამ ითამაშეს.

ინტერნეტ-გვერდმა "უა-ფუტბოლმა" ლობჟანიძის თამაშს მაღალი შეფასება მისცა და ქართველი მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

როგორც ჩანს, უჩას "დნიპროდან" "კრივბასში" გადასვლა ძალიან წაადგა. იმედია, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აღარ შეაწუხებს და საქართველოს ნაკრებსაც დაუბრუნდება. ტრავმების გამო მან წლეულს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ერთხელაც ვერ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული