ინტერნეტ-გვერდმა "უა-ფუტბოლმა" ლობჟანიძის თამაშს მაღალი შეფასება მისცა და ქართველი მცველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
როგორც ჩანს, უჩას "დნიპროდან" "კრივბასში" გადასვლა ძალიან წაადგა. იმედია, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აღარ შეაწუხებს და საქართველოს ნაკრებსაც დაუბრუნდება. ტრავმების გამო მან წლეულს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ერთხელაც ვერ ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"