ლადო დვალიშვილი ლიგის ბომბარდირებშია

AutoSharing Option
გუშინ, 27 ივლისს ლადო დვალიშვილი ჰაიფას "მაქაბის" მორიგი ევროგოლით შეეწია. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი ელიშა ლევისა და გიორგი დარასელიას გუნდმა შინ სლოვენიურ "მარიბორთან" ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი თავი მე-8 წუთზე გამოიჩინა. ლადომ ანგარიში თერთმეტმეტრიანით გახსნა.

"მარიბორმა" 27-ე წუთზე გაათანაბრა, "მაქაბიმ" კი იამპოლსკის მიერ 70-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ "მაქაბის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა საქართველოში დაბადებული 29 წლის მცველი ჰაიმ მაგრაშვილი.

დვალიშვილისთვის კი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ეს უკვე მესამე გოლი იყო. პირველი ორი
ბურთი მან მეორე ეტაპზე ბოსნიურ "ბორაცს" გაუტანა. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლადო II-VI ადგილებს იყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული