თამაზ პერტია რიგის "ოლიმპსის" მაშველია

AutoSharing Option
თამაზ პერტია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვე უმუშევარი იყო, სამწვრთნელო კარიერას რიგის "ოლიმპსში" განაგრძობს. ცნობისთვის: ამ კლუბის დირექტორი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ალექსანდრე რეხვიაშვილია.

შეგახსენებთ, რომ პერტიას ბოლო კლუბი რიგისავე "დაუგავა" იყო, სადაც საკმაო წარმატებით მუშაობდა.

რაც შეეხება "ოლიმპსს", იგი ჯერჯერობით მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. მეტიც, კატასტროფულ მდგომარეობაშია - ლატვიის 9-გუნდიან ვირსლიგაში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ეწყობა და უკვე 18 ტურია ჩატარებული, ორად ორი ქულა აქვს და, შესაბამისად, ერთი მატჩიც კი არ მოუგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული