ლეგიონი ევროპის ლიგაზე

AutoSharing Option
აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" ევროპის ლიგის პლეი ოფის საგზური დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა. რუმინელებმა გერმანიაში მიღწეული 1:1-ის შემდეგ "მაინცს" უმასპინძლეს.

სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ "გაზ მეთანმა" გათანაბრება და საქმის პენალტებამდე მიყვანა შეძლო, სადაც 4:3 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მოედანზე 120 წუთი გაატარა, თუმცა თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს.

"ბრიუგესთან" 1:4 განადგურების შემდეგ "ყარაბახმა" ბელგიელებს შინ 1:0 სძლია. გიორგი ადამია აზერბაიჯანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. სანდრო გურული ლვოვის "კარპატის" განაცხადში არც ამჯერად ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული