სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ "გაზ მეთანმა" გათანაბრება და საქმის პენალტებამდე მიყვანა შეძლო, სადაც 4:3 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მოედანზე 120 წუთი გაატარა, თუმცა თერთმეტმეტრიანი არ დაურტყამს.
"ბრიუგესთან" 1:4 განადგურების შემდეგ "ყარაბახმა" ბელგიელებს შინ 1:0 სძლია. გიორგი ადამია აზერბაიჯანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. სანდრო გურული ლვოვის "კარპატის" განაცხადში არც ამჯერად ყოფილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"