ალექსანდრე იაშვილი ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილს "კიკერმა" "აუესთან" მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი დაუფასა და მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ "კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი ახალდაწყებულ სეზონში ტურის რჩეულთა კრებულში უკვე მეორედ მოხვდა.

შეგახსენებთ, "აუესთან" შეხვედრაში იაშვილმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, "კარლსრუემ" კი 2:0 გაიმარჯვა. ვეტერანმა ფორვარდმა "კიკერისგან" 1.5 მიიღო, რაც კარლსრუელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

იაშვილის გუნდს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაჟე ავსტრიის პირველ ლიგას ბევრად ჯობია
terasini
09:42 10-08-2011
0
ვერ გაგიგია ძმაო, რომ გერმანიის მეორე ლიგა შენ პირველს ჯობია, და ეგ დიდ მიღწევად იტვლება.
otari56
15:24 09-08-2011
0

სიახლეები პოპულარული