თუკი გიორგი მაკარიძე "ლე მანის" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სათასო მატჩებში ხვდებოდა, ამჯერად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არნო კორმიემ ქართველ მეკარეს თასზე რამდენიმე დღის წინ ჩატარებული მშრალი მატჩი დაუფასა და 12 აგვისტოს სტუმრად "ბასტიას" წინააღმდეგ, ძირითადში მაკარიძე ათამაშა, კიდევ ერთი ყოფილი დინამოელი დიდიე ოვონო კი სათადარიგოთა სკამზე დასვა.
"ლე მანი" 0:1 დამარცხდა. ამირან სანაია "ბასტიას" სათადარიგოთა შორის იყო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მარცხი განიცადა "კარლსრუემ". ალექსანდრე იაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე თავიდან კი დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ, "ბრაუნშვაიგთან" 1:3 დამარცხდა. "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"