25 წლის ქართველმა ფორვარდმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, მე-19-ზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ბოლოს კი თავი 81-ეზე გამოიჩინა.
"დაუგავას" 44 ქულა აქვს და ლატვიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა მის მდევარ "ვენტსპილსს" ორი ქულითა და ორი თამაშით ნაკლები აქვს. ღონღაძეს 12 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "სკონტოს" ბრაზილიელ ნატან ჟუნიორს ჩამორჩება ორი გოლით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"