მამუკა ღონღაძის ჰეთთრიქი

AutoSharing Option
გუშინ ლატვიის ჩემპიონატში "დაუგავამ" სტუმრად ლიეპაიას "მეტალურგსს" 3:1 სძლია და გამარჯვებულთა შემადგენლობაში სამივე გოლი მამუკა ღონღაძემ გაიტანა.

25 წლის ქართველმა ფორვარდმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, მე-19-ზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ბოლოს კი თავი 81-ეზე გამოიჩინა.

"დაუგავას" 44 ქულა აქვს და ლატვიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, თუმცა მის მდევარ "ვენტსპილსს" ორი ქულითა და ორი თამაშით ნაკლები აქვს. ღონღაძეს 12 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "სკონტოს" ბრაზილიელ ნატან ჟუნიორს ჩამორჩება ორი გოლით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული