ევროპის ლიგაზე მხოლოდ ანანიძემ ითამაშა

AutoSharing Option
გუშინწინ ევროპის ლიგის პლეი ოფში ზესტაფონელებისა და დინამოელების გარდა მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა. მოსკოვის "სპარტაკი" პოლონეთში "ლეგიას" 2:2 დაუზავდა, რაშიც ჯანო ანანიძეს განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანია.

იგი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა ჰოლანდიელი დემი დე ზეუვის ნაცვლად და ამ დროისთვის ანგარიში უკვე 2:2 იყო.

მედიაშის "გაზ მეთანი" სტუმრად ვენის "აუსტრიასთან" 1:3 დამარცხდა. აკაკი ხუბუტია, რომელსაც რუმინული კლუბის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა აქამდე არ უჭირდა, ამ მატჩში სათადარიგო იყო.

ლვოვის "კარპატიმ", რომლის განაცხადშიც სანდრო გურული დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა, საბერძნეთში პაოკ-თან 0:2 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული