ინტერელებს სასჯელები ჩამოურიგეს

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ ბაქოური დერბი სკანდალურად ჩაიშალა - "ბაქისთან" მატჩის მიწურულს არბიტრმა "ინტერის" მეკარე გიორგი ლომაია გააძევა და მისი გუნდის კარში მეორე პენალტი დანიშნა. ამით აღშფოთებულმა "ინტერის" პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა თავისი გუნდი მოედნიდან გაიყვანა და შეხვედრა ვერ დასრულდა.

გუშინ მომხდარზე აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტში იმსჯელეს და როგორც მოსალოდნელი იყო, "ინტერს" ტექნიკური წაგება, 0:3 მიუსაჯეს. კახა ცხადაძის გუნდი ქულების დაკლებას გადაურჩა, თავად ცხადაძე კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოუცხადებლობისთვის 1 000 მანათით დააჯარიმეს.

კლუბი დისციპლინის დარღვევისთვის საერთო ჯამში 21 ათასი მანათით დააჯარიმეს,
ნიკოლოვს ხუთთამაშიანი, ხოლო ლომაიას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2-ათასმანათიანი ჯარიმა მიუსაჯეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული