ვეტერან ვასილ გიგიაძეს, რომელსაც ამ ბოლო დროს "ტავრიას" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უფრო უწევს, თავის გამოჩენის შანსი მიეცა, რაც ჩინებულად გამოიყენა. მისმა გუნდმა კიევში "არსენალს" 3:2 სძლია, გიგიაძე კი მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და 88-ეზე თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, რითაც თავისი გუნდის სასარგებლოდ ანგარიში 3:1 გახადა.
აზია რომ ვახსენეთ, ალბათ, მიხვდით, დავით მუჯირის წარმატება ვიგულისხმეთ. ვეტერან შემტევს ამომავალი მზის ქვეყანაში
უნგრეთში ერთბაშად ორი ქართული გოლი გავიდა. "დიორი ეტომ" საკუთარ მოედანზე "ზალაეგერშეგი" 5:1 გაანადგურა, 34-ე წუთზე დიორელმა რატი ალექსიძემ ანგარიში 2:0 გახადა. "ლომბარდ პაპა" სტუმრად "პაქსისთან" 1:2 დამარცხდა, თუმცა მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი განუგრავამ მე-12 წუთზე შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. განუგრავას გარდა, ამ მატჩში მონაწილეობდა ლაშა თოთაძეც.
გადავინაცვლოთ რუსეთში, სადაც "ვოლგას" წევრებმა მცირედი შვება იგრძნეს. ნიჟნინოვგოროდელებმა შინ გროზნოს "ტერეკი" 3:1 დაამარცხეს, რაშიც ჩვენებურთაგან გოგიტა გოგუამ და გოჩა ხოჯავამ სერიოზული წვლილი შეიტანეს. ორივემ გაიტანა, გოგუამ თამაშიდან, ხოჯავამ კი პენალტით. მათ გარდა "ვოლგას" ძირითადში იყო მათე ვაწაძე, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოჯავამ კი მოედანი 67-ე წუთზე დატოვა. ლევან გვაზავა "ტერეკის" 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა.
"სპარტაკსა" და ცსკა-ს შორის დედაქალაქური დერბი საკმაოდ დრამატული გამოდგა და 2:2 დასრულდა. ჯანო ანანიძეს არ უთამაშია, მხოლოდ სათადარიგოობას დასჯერდა.
სამუელ ეტოომ "ანჟის" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და შეცვლაზე შესულმა თავიც გამოიჩინა, რითაც მახაჩყალელებს როსტოვში ქულა გადაურჩინა. "ანჟის" კარს, ტრადიციულად, ნუკრი რევიშვილი იცავდა და რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია.
საბა კვერკველიამ "რუბინის" შემადგენლობაში ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა - ამას უკვე ხაზგასმაც აღარ სჭირდება. ჩემპიონთა ლიგის ჯფუფური ეტაპის მიღმა დარჩენილმა "რუბინმა" "კრილიას" 1:0 აჯობა. ალექსანდრე ამისულაშვილისა და ოთარ მარცვალაძის "კრასნოდარი" სანკტ-პეტერბურგში "ზენიტთან" 0:5 განაგურდა. პირველმა 90 წუთი ითამაშა, მეორე კი თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. ტური წარუმატებელი გამოდგა დავით სირაძისთვისაც, რომლის "სპარტაკიც" მოსკოვში "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა. ნალჩიკელთა ქართველი ფორვარდი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.
ზემოთ გიგიაძის "ტავრია" ვახსენეთ და იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩში "არსენალის" ძირითადში იყო სანდრო კობახიძე, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს.
ქართველთა კიდევ ერთი დაპირისპირება "კრივბასისა" და "ზარიას" შეხვედრაში შედგა, რომელიც 2:1 დასრულდა. "კრივბასის" რიგებში არ გამოჩენილა უჩა ლობჟანიძე, ჯაბა კანკავა კი სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. ზარიელმა ჯაბა ლიპარტიამ მინდორზე 90 წუთი დაყო.
გერმანიაში ლევან კობიაშვილს წარმატებული ტური გამოუვიდა, ალექსანდრე იაშვილს კი - მეტისმეტად უიღბლო. პარასკევს "ჰერტამ" შინ "შტუტგარტს" მძიმე ბრძოლა 1:0 მოუგო, ლევანმა ტრადიციულ პოზიციაზე, დაცვის მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა. "კარლსრუე" კი საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის "აინტრახტთან" 0:4 განადგურდა. მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
არნემის "ვიტესი" პარასკევს ამსტერდამში "აიაქსთან" უშანსოდ დამარცხდა - 1:4. სტუმართა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, გიორგი ჭანტურია კი 69-ე წუთზე შეცვალეს.
ავსტრიაში "შტურმმა" შინ "ნოიშტადტი" 5:0 გაანადგურა. გრაცელთა დაცვის მარცხენა ფლანგზე ამჯერადაც გიორგი ფოფხაძე ირჯებოდა. როგორც ჩანს, "შტურმის" ქართველმა ახალწვეულმა ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიკიდა ფეხი.
სერბეთში "ვოივოდინამ" შინ 3:0 გაანადგურა "პაზარი", რაშიც თავისი წვლილი გიორგი მერებაშვილმა საგოლე პასით შეიტანა. შვეიცარიაში ირაკლი ჩირიკაშვილმა "ქსამაქსის" შემადგენლობაში 20 წუთით ითამაშა, ლევან მჭედლიძე, გიორგი მაკარიძე და ამირან სანაია კი, შესაბამისად, "ემპოლიში", "ლე მანსა" და "ბასტიაში" სათადარიგოები იყვნენ.
ქართველმა ფინეთშიც გაიტანა. თავი პკ-35-ის წევრმა ბექა ტუღუშმა გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"