ჟორდანია ვიტესს დაეპატრონა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია არნემის "ვიტესის" მეპატრონე გახდა.

ჟორდანიას თქმით, მას ახლო ურთიერთობა აქვს ევროპის წამყვანი კლუბების ხელმძღვანელებთან და ამ კავშირების გამოყენებით "ვიტესის" მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

"მოსავალს მალე მოვიმკით", - ალეგორიულად დაპირდა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს "ვიტესის" ახალი მეპატრონე. მისი კონკრეტული პროგრამა კი ასეთია: მძლავრი სპონსორების მოწვევის გზით ძლიერი ფეხბურთელების ყიდვა, სამი სეზონის შემდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგება და ახალი საწვრთნელი კომპლექსის აშენება.

გარიგების ფინანსური მხარე ვებ-სივრცეში არ სახელდება, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია კი გაზეთ
"ლელოს" ხვალინდელ ნომერში იხილეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული