ჟორდანიას თქმით, მას ახლო ურთიერთობა აქვს ევროპის წამყვანი კლუბების ხელმძღვანელებთან და ამ კავშირების გამოყენებით "ვიტესის" მძიმე ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.
"მოსავალს მალე მოვიმკით", - ალეგორიულად დაპირდა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს "ვიტესის" ახალი მეპატრონე. მისი კონკრეტული პროგრამა კი ასეთია: მძლავრი სპონსორების მოწვევის გზით ძლიერი ფეხბურთელების ყიდვა, სამი სეზონის შემდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგება და ახალი საწვრთნელი კომპლექსის აშენება.
გარიგების ფინანსური მხარე ვებ-სივრცეში არ სახელდება, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია კი გაზეთ