ამისულაშვილს სადებიუტო გოლი დაუფასდა

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის გასულ ტურში ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრასნოდარის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. "კრასნოდარმა" საკუთარ მოედანზე ყაზანის "რუბინი" 3:1 დაამარცხა, გუნდის კაპიტანმა ამისულაშვილმა კი 61-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს რუსულმა პრესამ გარჯა დაუფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორმა გამოცემამ შეიყვანა. ამისულაშვილი "სპორტ-ექსპრესისა" და "ჩემპიონატ.რუ"-ს რჩეული გახდა.

29 წლის ამისულაშვილს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული