ოთარ მარცვალაძის მესამე სიმბოლური

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ოთარ მარცვალაძემ "კრასნოდარში" გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "კრასნოდარმა" "ტომი" 4:0 გაანადგურა, ქართველ თავდამსხმელს კი, მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა და თავის გუნდს თერთმეტმეტრიანიც მოუპოვა.

ტურის სიმბოლურ ნაკრებში იშვიათად ხვდება ის თავდამსხმელი, ვისაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ "სპორტ-ექსპრესმა" მარცვალაძე საუკეთესო თერთმეტეულში შეყვანის ღირსად მიიჩნია.

მარცვალაძე ტურის სიმბოლურში ამ სეზონში მესამედ მოხვდა, თუმცა წინა ორ წარმატებას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ასპარეზობისას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული