46-ე წუთზე პარაგვაელმა კრისტიან რივეროსმა ანგარიში გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა გაიტანა. ეს მისთვის პირველი თურქული გოლი იყო. ზურაბი "ქაისერის" სამივე მატჩში მონაწილეობდა, გუშინ კი ყვითელი ბარათიც მიიღო.
"ქაისერი" თურქეთის 18-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში დღეისთვის მე-11 ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"