გიორგი ლომაიამ აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ორი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი კიდევ ერთი უსიამოვნება შეემთხვა - აზალ-თან შეხვედრის მიწურულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ტრავმა მიიღო.
ცნობისთვის, ის შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მართალია, ლომაიამ ბაქოს "ინტერის" ვარჯიში გამოტოვა, მაგრამ პირველადი ინფორმაციით, მისი დაზიანება საგანგაშო არ არის და იგი მოედანს მალე დაუბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"