ჟორდანიამ ჭანტურიათი დაიწყო

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიამ არნემის "ვიტესის" მფლობელის რანგში პირველი შენაძენი გააკეთა - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი, 17 წლის გიორგი ჭანტურია კარიერას სწორედ ამ ჰოლანდიურ კლუბში გააგრძელებს.

შეხსენებისთვის: ჭანტურიას "ბარსელონასთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ნიჭიერი ქართველი დაოსტატებას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჭანტურია "ვიტესში" ჩაირიცხა. ყოველ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია ჰოლანდიური სპორტული პრესის ერთ-ერთმა ლიდერმა Voetbal International-მა გაავრცელა.

და კიდევ - ჰოლანდიის ნაკრების კანდიდატი გოლკიპერი პიეტ ველტჰუიზენი ბოლო ხანს ძალზე უკმაყოფილო იყო "ვიტესში" თავისი ყოფით - ხელფასი ეცოტავებოდა. ზემოთ
ხსენებული გამოცემისვე ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიას შემდეგი ნაბიჯი 24 წლის ნიჭიერ მეკარესთან ურთიერთობის დარეგულირება და ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმება იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული