იაშვილი ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
კვლავ ცუდად მისდის საქმე ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუეს", რომელმაც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მერვე ტურში "ზანკტ პაულის" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ყვითელ ბარათს დასჯერდა.

იაშვილს კარგი პირადი სტატისტიკა აქვს - 3 გოლი მიმდინარე სეზონში, მისი გუნდის სატურნირო მდგომარეობა კი საგანგაშოა. "კარლსრუეს" რვა ტურის შემდეგ ექვსიოდე ქულა აქვს და 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-15 ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული