ქართველები თასზე წინ მიიწევენ

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი" ჰოლანდიის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდა. გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას გუნდმა საკუთარ მოედანზე "ბრედას" პენალტების სერიით 5:4 აჯობა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანი კი ორივე ქართველმა დაარტყა და ორივემ - ზუსტად.

მატჩისშემდგომი პენალტებით გავიდა დანიის თასის მერვედფინალში "ორჰუსი", რომლის ღირსებასაც დავით დევდარიანი იცავს. "ორჰუსმა" სტუმრად "ჰვიდოვრესთან" 2:2 ითამაშა, თერთმეტმეტრიანებით კი 9:8 გაიმარჯვა. დევდარიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში "ლე მანის" კარში კვლავ გიორგი მაკარიძე იდგა. ქართველი მეკარის გუნდმა სტუმრად
"ლე ავრთან" 1:1 ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული