შოთა არველაძე: რა ჩემი საქმეა, საიდან აქვს ფული ჟორდანიას?!

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანიას მიერ "ვიტესის" ყიდვამ ჰოლანდიაში არნემული კლუბის ახალი მეპატრონისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია და, აბა, ვის დაუკავშირდებოდა ინფორმაციის მოსაპოვებლად ადგილობრივი გამოცემა AD Sportwereld, თუ არა შოთა არველაძეს.

"ჟორდანია ჭკვიანი კაცია, რომელმაც ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა. როცა თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი, მერაბი კლუბის პრეზიდენტი იყო და ყველაფერს აკეთებდა, რათა ფეხბურთელებს ამბიციების რეალიზებაში დახმარებოდა. მისი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ევროპულ კლუბებში წარმატებით ავთამაშდით, ჰოლანდიური "აიაქსი" იქნებოდა ეს, თუ ინგლ
ისის პრემიერლიგა.

თუ რა ბიზნესი აქვს ჟორდანიას, უმჯობესია თავად მერაბს ჰკითხოთ, თუმცა ის კი ფაქტია, რომ ის წარმატებული ბიზნესმენია. ყოველ შემთხვევაში, "ვიტესის" შესაძენი ფული მას უეჭველად ექნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება არც შედგებოდა. რა ჩემი საქმეა, საიდან აქვს ამდენი ფული?! არც მიკითხავს.

მას მთელ მსოფლიოში საუცხოო კავშირები აქვს. უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც კი მისი ახლო მეგობარია. ამის გარდა, ჟორდანიას თურქეთის და რუსეთის საფეხბურთო წრეებშიც აქვს კარგი კავშირები. რაც შეეხება რომან აბრამოვიჩთან მის კონტაქტებს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი მეგობრები არიან. მერაბი ურთიერთობაში ძალზე სასიამოვნო პიროვნებაა", - ციტირებს შოთა არველაძეს AD Sportwereld.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული