კალაძე მკაცრად დასაჯეს! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
"ლეჩესთან" მატჩში (0:0) ჩადენილი არასპორტული საქციელი კახი კალაძეს ძვირად დაუჯდა.

გუშინ, ლეგა კალჩოს სადისციპლინო კომისიამ მატჩის არბიტრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ნაკრების კაპიტანს მძიმე ვერდიქტი გამოუტანა: ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5 000 ევრო.

შეგახსენებთ, რომ კალაძე ხსენებული მატჩის მთავარმა არბიტრმა გაბრიელე გავამ 79-ე წუთზე მოედნიდან გააძევა. მის მიერ ჩაბარებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვია, რომ ქართველმა მცველმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ჯენოას" პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ ჩვენი იტალიელი კოლეგების აზრით, გამორიცხულია, რომ ამას გენუელთათვის სასურველი შედეგი მოჰყვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჭირთ ჩვენს ბიჭებს, აქეთ ჭანტურია, იქით კალაძე!... :(
Tornike
15:14 18-10-2011
0

სიახლეები პოპულარული