გამარჯვება დერბიში ცხადაძის გოლით

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერმა" ბაქოურ დერბიში "ნეფთჩი" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი მატჩის 33-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა. კახა ცხადაძის გუნდი ნომინალური სტუმარი იყო. ამ გამარჯვებით "ინტერმა" "ნეფთჩი" ჩამოიტოვა და მეორე საფეხურზე გადაინაცვლა, თუმცა აზერბაიჯანული პრემიერლიგის ერთპიროვნულ ლიდერს, ლენქორანის "ხაზარს" 5 ქულით ჩამორჩება.

სომხეთში "ულისმა" "შირაქს" უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა. ეს მატჩი კი ჩვენი ყურადღების არეალში იმიტომ მოხვდა, რომ "ულისის" ნახევარმცველმა გიორგი კრასოვსკიმ დუბლი შეასრულა. "ულისი" სომხეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "განძასარს" 7 ქულით უსწრებს.

"ქაისერისფორის" გმირობის შესახებ გუშინ უკვე
გამცნეთ, აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორი" კი სტუმრად "ბუიუქშეჰირთან" 0:3 განადგურდა. "სამსუნის" შემადგენლობაში ხუბუტია 77-ე წუთზე გამოჩნდა. "ქაისერისა" არ იყოს, "სამსუნიც" არასახარბიელო მდგომარეობაშია - 18-გუნდიან სუპერლიგაში 5 ქულით მე-15 ადგილზეა, "ქაისერს" კი 7 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზეა.

საბერძნეთში მოასპარეზე ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" საკუთარ მოედანზე "არისთან" 1:1-ს დასჯერდა, დავით კვირკველიას "პანიონიოსი" კი სტუმრად "იანინას" უგოლოდ გაეყარა. შაშიაშვილმაც და კვირკველიამაც გაფრთხილებები მიიღეს. "პანიონიოსი" ბერძნულ სუპერლიგაში 8 ქულით მეშვიდეა, ხოლო "ერგოტელისი" - 5 ქულით მე-10.

ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი "შტურმი" ამ სეზონში არასტაბილურად თამაშობს და ათგუნდიან ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-6 ადგილზეა. თუმცა სასიამოვნოა, რომ გრაცელთა ახალწვეულმა გიორგი ფოფხაძემ ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში უმალ დაიმკვიდრა ადგილი. ქართველმა მცველმა "მატერსბურგთან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც 3:3 დასრულდა, სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული