სომხეთში "ულისმა" "შირაქს" უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა. ეს მატჩი კი ჩვენი ყურადღების არეალში იმიტომ მოხვდა, რომ "ულისის" ნახევარმცველმა გიორგი კრასოვსკიმ დუბლი შეასრულა. "ულისი" სომხეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "განძასარს" 7 ქულით უსწრებს.
"ქაისერისფორის" გმირობის შესახებ გუშინ უკვე
საბერძნეთში მოასპარეზე ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" საკუთარ მოედანზე "არისთან" 1:1-ს დასჯერდა, დავით კვირკველიას "პანიონიოსი" კი სტუმრად "იანინას" უგოლოდ გაეყარა. შაშიაშვილმაც და კვირკველიამაც გაფრთხილებები მიიღეს. "პანიონიოსი" ბერძნულ სუპერლიგაში 8 ქულით მეშვიდეა, ხოლო "ერგოტელისი" - 5 ქულით მე-10.
ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი "შტურმი" ამ სეზონში არასტაბილურად თამაშობს და ათგუნდიან ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-6 ადგილზეა. თუმცა სასიამოვნოა, რომ გრაცელთა ახალწვეულმა გიორგი ფოფხაძემ ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში უმალ დაიმკვიდრა ადგილი. ქართველმა მცველმა "მატერსბურგთან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც 3:3 დასრულდა, სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"