ჰოლანდიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაიმეგენთან" გაძევება არნემის "ვიტესის" ფორვარდ გიორგი ჭანტურიას ძვირად დაუჯდა - იგი ორი მატჩითაა დისკვალიფიცირებული.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა გატანილი გოლით თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.
ჭანტურია პსვ-სთან საშინაო და "გრააფსხაპთან" გასვლით მატჩებს გამოტოვებს.