ღონღაძე ბრაზილიელს ყოჩაღად მისდევს

AutoSharing Option
ლატვიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა მამუკა ღონღაძემ. "დაუგავას" 25 წლის ქართველმა ფორვარდმა ამჯერად "იურმალას" კარი დალაშქრა. "დაუგავამ" საკუთარ მოედანზე 2:1 გაიმარჯვა, ღონღაძემ კი 70-ე წუთზე გადამწყვეტი ბურთი შეაგდო.

20 გოლით იგი ლატვიურ ვირსლიგაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება "სკონტოს" ბრაზილიელ ნატან ჟუნიორს.

"დაუგავა" კი 62 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან ლიეპაიას "მეტალურგსს" 2, "ვენსტპილსს" კი 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა "ვენტსპილსს" მდევრებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებში არ გამოიძახონ არა. ლატვიელ მცველებს იქ თუ სჯობნის აქ ვერ აჯობებს? თუ მალტელებს ვერ გაუტანდა გოლს? 20 გოლი შემთხვევითობა არაა
dato
19:03 20-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული