იაშვილი ყვითელს დასჯერდა, "კარლსრუე" - ფრეს

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტური გუშინ "კარლსრუესა" და "ბოხუმის" მატჩით დაიწყო. მასპინძელთა კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იაშვილის გუნდი ამ სეზონში მოკრძალებული მიზნებისთვის იბრძოლებს და მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება - 18-გუნდიან გათამაშებაში "კარლსრუე" 9 ქულით მე-16 ადგილზეა.

იაშვილმა თავისი გუნდის 12-დან 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მან საწყის სამ ტურში გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
http://www.facebook.com/pages/საქართველოს-ეროვნული-ნაკრები/190862934286023
jorika
12:03 22-10-2011
0

სიახლეები პოპულარული