ევროპის ლიგაში სამივე ქართველი სათადარიგო იყო

AutoSharing Option
გუშინწინ ევროპის ლიგის მატჩებზე ქართველთა გამოჩენას ამაოდ ველოდეთ - ჩვენი სამივე თანამემამულე 18-კაციან განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ერთსაც არ მიეცა.

შეგახსენებთ, ლონდონში საბა კვერკველიას "რუბინი" 0:1 დამარცხდა "ტოტენჰემთან", ლადო დვალიშვილის "მაქაბიმ" შინ 5:0 გაანადგურა რუმინული "სტიაუა", ხოლო გიორგი ფოფხაძის "შტურმმა" საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო ბელგიურ "ანდერლეხტთან".

ქართველთა გუნდებმა ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს, თუმცა სამი ტურის შემდეგ ჯგუფიდან გამსვლელ მეორე ადგილზე მხოლოდ ჰაიფას "მაქაბია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული