ცხადაძის 100 მატჩი და სომხეთის ჩემპიონი ქართველები

AutoSharing Option
კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა. ბაქოს "ინტერის" ქართველმა თავკაცმა ამ საიუბილეო მაჩვენებელს ამჟამინდელი კლუბისა და ბაქოს "სტანდარდის" მთავარი მწვრთნელობით უწია.

აღსანიშნავია, რომ ცხადაძე მეორე უცხოელი მწვრთნელია, რომელმაც აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში ასმატჩიან ნიშნულს მიაღწია - 108 პრემიერლიგური შეხვედრაა უკრაინელი რომან პოკორას ანგარიშზე.

ცხადაძე ამ ნიშნულს "გაბალასთან" საშინაო მატჩით შეხვდა, რომელიც ჩემპიონობისთვის მებრძოლი "ინტერისთვის" არცთუ ხელსაყრელი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სამი ქართველი სომხეთის ჩემპიონი გახ
და - გიორგი კრასოვსკის, შოთა ჯიქიასა და თენგიზ უგრეხელიძის "ულისმა" შინ "შირაქთან" 2:2 ითამაშა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მდევართათვის მიუწვდომელი შეიქნა.

გასულ უქმეებზე სულ ოთხმა ჩვენებურმა გაიტანა - ოთარ მარცვალაძის, გიორგი მერებაშვილის, ივანე კანდელაკისა და ზაქარია ბეგლარიშვილის გოლების შესახებ გუშინ გამცნეთ და შედარებით მაღალი დონის ლიგებში მოასპარეზე ქართველების თამაშზეც მოგაწოდეთ ინფორმაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული