რატი ალექსიძემ კიდევ გაიტანა

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა თავი ამჯერად უნგრეთის ლიგის თასზე გამოიჩინა, სადაც მისმა "დიორი ეტომ" სტუმრად "ჰალადაშს" 2:1 სძლია.

რატი ალექსიძემ 36-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 70-ეზე კი შეცვალეს.

უნგრეთის ლიგის თასზე ამჟამად ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარეობს. ბოლო ტურის წინ "დიორი ეტო" ჯგუფში მეოთხედფინალში გამსვლელ მეორე ადგილზეა და ამ გამარჯვებით "ჰალადაშს" ორი ქულით გაუსწრო.

ჩემპიონატში კი "დიორი ეტო" 34 ქულით მეორე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ "დებრეცენს" 3 ქულით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული