იაპონიაში "სანფრეჩე ჰიროშიმამ" ამხანაგურ მატჩში 4:3 დაამარცხა "გამბა ოსაკა". ჰიროშიმელთა ვეტერანმა ქართველმა დავით მუჯირმა ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი გოლით შეიტანა.
ჯეი-ლიგის დასრულებამდე სამი ტური დარჩა. 18-გუნდიან ჩემპიონატში "ჰიროშიმა" მე-8 ადგილზეა. მუჯირმა, იმის მიუხედავად, რომ მოედანზე 90 წუთს იშვიათად ატარებს, 31-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.