ცხადაძე-უმცროსმა თავი ვალერი აბრამიძის გადაცემით გამოიჩინა. მათ გარდა, ასევე შეუცვლელად ითამაშა კიდევ ორმა ინტერელმა ქართველმა, გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა.
ახლა კი ლეგიონერებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ფაქტებზეც შევჩერდეთ.
უკრაინით დავიწყოთ, სადაც ქართველები მრავლად არიან. გიგიაძის გარდა, იქ გოლი
უკრაინული პრესის ცნობით, კრივბასელმა ჯაბა კანკავამ მაღალ დონეზე ითამაშა სტუმრად "ჩერნომორეცთან" 2:1 მოგებულ მატჩში, კანკავას თანაგუნდელმა უჩა ლობჟანიძემ კი სულაც საგოლე გადაცემა შეასრულა. მოედანზე ორივემ 90 წუთი დაჰყო.
სანდრო კობახიძის "არსენალი" დონეცკში "შახტართან" 0:5 განადგურდა, ქართველი ნახევარმცველი კი პირველივე ტაიმში, 31-ე წუთზე შეცვალეს; "ზარია" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ობოლონთან", მასპინძელთა რიგებში ჯაბა ლიპარტიამ სრულად ითამაშა.
გიგიაძის "ტავრიას" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო ოლექსანდრიელმა დავით თარგამაძემ, რომლის გუნდიც სიმფეროპოლში 1:4 განადგურდა.
დავით კვირკველიამ, რომელიც ბერძნულ "პანიონიოსს", ალბათ, მალე დატოვებს, საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურშიც ითამაშა. "პანიონიოსი" სტუმრად "ლევადიაკოსს" უგოლოდ გაეყარა, კვირკველიამ კი მოედანზე 90 წუთი დაჰყო. ასევე შეუცვლელი იყო ერგოტელისელი გიორგი შაშიაშვილი, რომელის გუნდიც სტუმრად "ატრომიტოსთან" 0:1 დამარცხდა.
გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ" შინ "ბორაცს" 3:1 სძლია და სერბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხედან მესამე საფეხურზე აინაცვლა. მერებაშვილმა სრულად ითამაშა.
შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" შინ "ისთანბულსფორს" 1:0 სძლია და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა - მე-11 ადგილზე გადავიდა. ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ბევრს არ შევჩერდებით იმ ლეგიონერებზე, რომლებიც სათადარიგოობას დასჯერდნენ. ესენი არიან გიორგი ფოფხაძე, დავით სხირტლაძე, ლევან მჭედლიძე და სხვები. "ემპოლის" 18-კაციან განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა ირაკლი შეყილაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ფიორენტინას" კარი დალაშქრა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"