ლადო დვალიშვილის გოლის შესახებ გუშინაც ვწერდით: ქართველმა ფორვარდმა "ჰაპოელს" გაუტანა, მაგრამ ჰაიფას "მაქაბი" მაინც დამარცხდა - 1:3.
სერბეთში გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინამ" ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა - ბელგრადში "ცრვენა ზვეზდას" 2:0 მოუგო. მერებაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
ავსტრიაში "შტურმმა" საკუთარ მოედანზე "აუსტრია" 5:1 გაანადგურა, მაგრამ ამაში გიორგი ფოფხაძეს განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანია, რადგან
იტალიის სერია B-ში "ემპოლი" "ვიჩენცასთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. "ემპოლის" რიგებში ლევან მჭედლიძემ 21-ე წუთიდან ითამაშა, ირაკლი შეყილაძე კი 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა.
შვეიცარიაში მხოლოდ ჩელენჯლიგის ბინადრის, "ბელინცონას" თავდამსხმელმა გიორგი ივანიშვილმა ითამაშა, რომელიც შინ "სენტ გალენთან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში 73-ე წუთიდან ჩაერთო. სუპერლიგის "ქსამაქსის" ნახევარმცველმა ირაკლი ჩირიკაშვილმა კი შინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტ "ბაზელთან" 1:1 დასრულებულ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ბაქოს "ინტერი" "გაბალას" ესტუმრა და 0:0 ითამაშა. დედაქალაქელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ, ილია კანდელაკმა და ბაჩანა ცხადაძემ. "ინტერს" დაუბრუნდა გუნდის ქართველი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომელსაც, შეგახსენებთ, ლენქორანის "ხაზარის" ვაიგულშემატკივარმა ქვა ესროლა და თავი გაუტეხა. ცხადაძემ ტვინის შერყევა მიიღო და საქმეს რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ დაუბრუნდა. "ინტერს" 30 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ ბაქოს "ნეფთჩის" 4 ქულით ჩამორჩება.
ზემოთ ნახსენებ "ხაზარს" "ყარაბახი" ეწვია და უგოლო ფრით გაეყარა. სტუმართა რიგებში გიორგი ადამიამ 63-ე წუთიდან ითამაშა. ბაქოურ დერბიში აზალ-ი, სადაც ნუგზარ კვირტია თამაშობს, ლიდერ "ნეფთჩისთან" 1:7 განადგურდა. კვირტიამ სრულად ითამაშა და, გუშინაც გაუწყეთ, ავტოგოლი მიითვალა, ისევე, როგორც ალექსანდრე გოგობერიშვილმა, რომლის "თურანიც" სტუმრად "სიმურგთან" 1:2 დამარცხდა. გოგობერიშვილის მსგავსად, "თურანის" რიგებში მოედანზე 90 წუთი დაჰყო ზურაბ ძამსაშვილმაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"