ამოდი, ჯანო, ამოდი - ანანიძეს ახალი კლუბი სჭირდება

AutoSharing Option
გუშინ მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით ინტერნეტ-პრესკონფერენცია გამართა და გულშემატკივართა უამრავ კითხვას უპასუხა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ბუნებრივია, ის კითხვა იყო, რომელიც ჯანო ანანიძეს ეხებოდა.

"თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც კლუბისთვისაც და ჯანოსთვისაც სასარგებლო იქნება, მისი იჯარით გაშვება სავსებით რეალური იქნება", - განაცხადა კარპინმა.

იმედია, მისი სიტყვები გამართლდება და სულ მალე ჯანოს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ბოლო დროს ხომ მას "სპარტაკში" იშვიათად ენდობოდნენ და მისთვისაც და საქართველოს ნაკრებისთვისაც უმჯობესი იქნება, დროებით თუნდაც შედარებით სუსტ გუნდში ითამაშოს,
რათა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არსენალი სუსტ გუნდათ ითვლება? ვერაფერი ვერ გავიგე!თქვენ არ გვეუბნებოდით 3 სუპერ გიგანტს უნდა ანანიძეო?!
vova
13:25 14-12-2011
0

სიახლეები პოპულარული