"ქაისერი" მაღლა ადის

AutoSharing Option
შუა კვირაში ევროპის არაერთ ქვეყანაში საჩემპიონატო და სათასო მატჩები გაიმართა და თქვენს ყურადღებას იმ კლუბებზე შევაჩერებთ, სადაც ქართველები თამაშობენ.

თურქულ სუპერლიგაში მორიგი მატჩი მოიგო "ქაისერისფორმა" - შოთა არველაძის გუნდმა "ანკარაგიუჯუ" 3:0 გაანადგურა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც მძიმედ დაწყებული სეზონის შემდეგ არცთუ ურიგო შედეგია. ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" შემადგენლობაში მხოლოდ პირველი 45 წუთი ითამაშა.

აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორი" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა "სივასფორთან" და კვლავ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

იტალიური და გერმანული ამბების შესახებ "ლელოს" გუშინდელ
ნომერში წაიკითხავდით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის "ჯენოა" სერია A-ში სტუმრად 1:6 განადგურდა "ნაპოლისთან" და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" გერმანიის თასის მერვედფინალში შინ "კაიზერსლაუტერნს" 3:1 სძლია. ლევანმა შეუცვლელად ითამაშა.

აზერბაიჯანში "გაბალასა" და "ყარაბახის" დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. აგდამელთა რიგებში გიორგი ადამია მე-80 წუთიდან გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული