ბაჩანა ცხადაძე თვის ფეხბურთელია

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ბაქოს "ინტერის" 24 წლის თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე დაასახელეს. წლის ბოლო თვის მატჩებში მან 3 გოლი გაიტანა და თავისი წილი დაიდო გუნდის წარმატებაში.

აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და "უნიბანკმა" ბაჩანას სამახსოვრო თასი და, მათი წარმომადგენლის თქმით, "სიმბოლური" თანხა, 1111 აზერბაიჯანული მანათი გადასცეს.

ცნობისთვის, ეს "სიმბოლური" 1111 მანათი დაახლოებით 2 ათას ლარს აღემატება და ესეც ერთგვარი პასუხია შეკითხვაზე, რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანში, როცა იციან, რომ დღეისთვის იქ არც საქართველოზე უკეთესი საფეხბურთო დონეა და კარიერული წინსვლაც
გამორიცხულია. თუმცა მათ მაინც ვერავინ გაამტყუნებს - საკუთარ ოჯახებს ხომ საკმაოდ "არასიმბოლური" შემოსავლებით უზრუნველყოფენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული